თავში

დეიდის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა

დეიდის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა
დეიდის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა

მამაკაცს, რომელიც გუშინ წნორში, დეიდის მკვლელობისთვის დააკავეს, ბრალი დაუმძიმდა. 28 წლის ილიკო გურაშვილს განზრახ მკვლელობასთან ერთად, მოკლულის სახლის ძარცვას ედავება. მას ბრალი დღეს თელავში, შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში წარედგინა. 

ადვოკატის თქმით, ეჭვმიტანილი მკვლელობის ნაწილში ბრალს აღიარებს, თუმცა ძარცვას - არა. 

გურაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ თელავის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system