თავში

დეპუტატების სარჩელის განხილვა გადაიდო

დეპუტატების სარჩელის განხილვა გადაიდო
დეპუტატების სარჩელის განხილვა გადაიდო

საკონსტიტუციო სასამართლომ ზურა-გირჩი ჯაფარიძის, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიას სარჩელის განხილვა გადადო, რის საფუძველიც თამარ კორძაიას მიმართვა გახდა. კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს ოჯახური პრობლემები გამო განხილვის ორი კვირით გადადება სთხოვა.

ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც ჯაფარიძეს, კორძაიასა და ხოშტარიას სადეპუტატო მანდატები არ გაუუქმეს.

9 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიიდან 8-მ საქმის წარმოებაში მიღებაზე თანხმობა განაცხადა, წინააღმდეგი კი ერთი მოსამართლე, ევა გოცირიძე, იყო. 

"საქართველოს კონსტიტუციის ის მუხლი, რომელთან მიმართებითაც არის მათი გასაჩივრების მოთხოვნა, არ მოიცავს ისეთ ატიპიურ შემთხვევებს, როგორიცაა ბოიკოტი, ამიტომ სასამართლოს ეს საქმე წარმოებაში არ უნდა მიეღო. კონსტიტუცია ისეთ საკთხებს არ არეგულირებს, როგორიცაა რევოლუცია, ბოიკოტი და ასე შემდეგ" -  განმარტა უარის თქმის საფუძველი ევა გოცირიძემ.

სასამართლო პროცესი 2 კვირაში ზეპირი მოსმენითა და დისტანციურად გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system