თავში

დეპუტატებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მოუსმინეს

დეპუტატებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მოუსმინეს
დეპუტატებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მოუსმინეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-16 კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მოუსმინა.

უვადო მოსამართლეობის კანდიდატთან დეპუტატებს კითხვები ძირითად მის სამოსამართლეო საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირაში დასრულდება.

უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლის 20 ვაკანტური ადგილია.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის მონაწილეებს ნინო ქადაგიძის ძირითადი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო.

ნინო ქადაგიძეს სპეციალობით მუშაობის 25-წლიანი, მათ შორის, მოსამართლედ მუშაობის თითქმის 19-წლიანი გამოცდილება აქვს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: 2000 – 2002 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2002 დეკემბერიდან 2012 დეკემბრამდე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, ხოლო 2013 ივნისიდან დღემდე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system