თავში

დეპუტატზე თავდასხმისთვის დაკავებულ ირაკლი ფანგანს გირაო შეეფარდა

დეპუტატზე თავდასხმისთვის დაკავებულ ირაკლი ფანგანს გირაო შეეფარდა
დეპუტატზე თავდასხმისთვის დაკავებულ ირაკლი ფანგანს გირაო შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილის დევნის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

პროკურატურის მიერ დასახელებული რაოდენობა შემცირდა და 2 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ ფანგანი უნდა გამოცხადდეს გამომძიებელთან. სხდომას არ ესწრებოდა დაზარალებული ირაკლი ჩავლეიშვილი.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 თებერვალს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, 23 იანვარს, ბათუმის ბულვარში გამართულ საპროტესტო აქციაზე მისულ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მოძრაობა ,,ალტერნატივას" წევრმა ირაკლი ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system