თავში

დღეს გიორგი რურუას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს გიორგი რურუას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს გიორგი რურუას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, წინა პროცესზე ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და რურუა პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system