თავში

დღეს ე.წ პიჯაკების საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს ე.წ პიჯაკების საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება
დღეს ე.წ პიჯაკების საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება

თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 15 ნოემბერს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული. 

უცნობია, გადაიყვანენ თუ არა სასამართლოში აღნიშნულ საქმეში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს.

როგორც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, სასამართლოდან მოთხოვნა სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურში რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა, შესაბამისად, ბასილაია განმარტავს, რომ ყველანაირი სამართლებრივი და პროცედურული საფუძველი მისი გადაყვანის თაობაზე არსებობს.

ბასილაიას თქმითვე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა და ძირითად დავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა პროცესში, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ეს უშუალობა და მიხეილ სააკაშვილი წარმოადგინოს სასამართლოს წინაშე.

"ჩვენ არ ვიცით რა პოზიციას დააფიქსირებენ ამჯერად, თუმცა ვიცით, რომ მთელი თვე-ნახევრის გარეშე ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, სანამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ დამძიმდა და მისი ჯანმრთელობა არ დადგა ამ უდიდესი რისკების წინაშე, მანამ რომ პროცესები არ ჩაენიშნათ. ეს ნიშნავს ერთ რამეს, ხელისუფლებას მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჰქონდა პანიკური შიში მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადების", - თქვა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system