თავში

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესი 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხდომას მესამე პრეზიდენტი არ დაესწრება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გავრცელებულ წერილში განაცხადა, ის თავს სუსტად გრძნობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system