თავში

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება - დაესწრება თუ არა ექსპრეზიდენტი სხდომას

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება - დაესწრება თუ არა ექსპრეზიდენტი სხდომას
დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება - დაესწრება თუ არა ექსპრეზიდენტი სხდომას

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

7 ნოემბრის საქმეზე სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

უცნობია, გადაიყვანენ  თუ არა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან სასამართლოში. თავად ბრალდებული სააკაშვილი მის სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლებას ითხოვს. მისი ადვოკატები და პირადი ექიმი აცხადებე, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა.

თავის მხრივ, საქმის განმხილველი მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთი ლიანა ორკოდაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოში მოყვანის გარეშე სხდომას არ ჩაატარებს.

იმ შემთხვევაში, თუკი მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში მიიყვანენ, ეს იქნება პირველი სასამართლო პროცესი, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებული დაესწრება.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system