თავში

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

უცნობია, დაესწრება თუ არა სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს. ადვოკატების განმარტებით, ეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

დღეს სასამართლო სხდომაზე საქმის პირველი არსებითი განხილვა გაიმართება. პროცედურულად, მხარეებმა შესავალი სიტყვები უნდა წარმოთქვან.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system