თავში

დღეს სააპელაციო სასამართლოში რურუასთვის პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებენ

დღეს სააპელაციო სასამართლოში რურუასთვის პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებენ
დღეს სააპელაციო სასამართლოში რურუასთვის პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებენ

გიორგი რურუას ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციოში გაასაჩივრებენ. 

რურუას ინტერესების დამცველი, დიტო საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული და უკანონოა.

ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ ისინი საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 30 ივლისს, ,,მთავარი არხის" მეწილე დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system