თავში

"დღევანდელ პროცესზე სატელეფონო ნომრების ზარებს გამოიკვლევენ"- პროკურორი

"დღევანდელ პროცესზე სატელეფონო ნომრების ზარებს გამოიკვლევენ"- პროკურორი
დღევანდელ პროცესზე სატელეფონო ნომრების ზარებს გამოიკვლევენ- პროკურორი

"დღევანდელ პროცესზე სატელეფონო ნომრების შემავალი და გამავალი ზარებს გამოიკვლევენ"- ამის შესახებ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა განცხადა.

ნანა გუგუტიშვილის თქმით, სატელეფონო ზარების დეტალური ნუსხა მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, რადგან არასრულწლოვნების გადაადგილების მიმართულებას შეისწავლის.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხება გამომძიებელი, ასევე ბრალდების მხარე გეგმავს გამოიკვლიოს საქმეზე არსებული სატელეფონო ნომრების შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, მათ შორის ანძების მითითებით, რაც მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ეს პირდაპირ ასახავს ბრალდებულების და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების გადაადგილების მიმართულებას როგორც მცხეთიდან თბილისის, ასევე თბილისიდან მცხეთის მიმართულებით და შემდეგ უკან დაბრუნებას. ასევე, ბრალდებულების პოზიციას მოვისმენთ, სურთ თუ არა მათ ჩვენების მიცემა. სხვა ეპიზოდზე ბრალდებულებმა სასამართლოში დააფიქსირეს უკვე პოზიცია, რომ ისინი ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებენ, მხოლოდ არჩილ გაგნიძეა, რომელმაც განაცხადა, რომ როგორც დაცვის მხარის მოწმე, ისე დაიკითხება სასამართლო პროცესზე“, - განაცხადა გუგუტიშვილმა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმეცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system