თავში

დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 9 წელი მიესაჯა

დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 9 წელი მიესაჯა
დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 9 წელი მიესაჯა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურარირის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 26 მაისს გ.ბ. ქ.თბილისში, უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებებს - 4,2405 გრ. „ბუპრენორფინსა“ და 0,5595 გრ. „მეთადონს“. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცველების მიერ ამოღებული იქნა გ.ბ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად. 

სასამართლოში ასევე დადგინდა, რომ გ.ბ.-მ 2019 წლის მაისში უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც დაუდგენელ პირებზე გასაღების მიზნით, ქ.თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიებზე დატოვა.
სამართალდამცველებმა გ.ბ. 2019 წლის 26 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ბ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,"-ნათქვამია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system