თავში

დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს

დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს
დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. ის საგამოძიებო უწყებაში 11:00 საათზე უნდა მივიდეს. დიმიტრი გაბუნიას ე.წ. შეწყალების საქმეზე გამოკითხავენ.

შეგახსენებთ, რომ შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით დიმიტრი გაბუნიას გვარმა რამდენჯერმე გაიჟღერა. ოპოზიციის ერთი ნაწილი პირდაპირ აცხადებდა, რომ სწორედ დიმიტრი გაბუნიას რეკომენდაციით იწყალებდა პატიმრებს პრეზიდენტი და ის ამის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას იღებდა. თავად დიმიტრი გაბუნიამ, მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლო და აბსურდი უწოდა.

პრეზიდენტმა შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system