თავში

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებული, თავს დამნაშავედ არ ცნობს

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებული, თავს დამნაშავედ არ ცნობს
დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებული, თავს დამნაშავედ არ ცნობს

"დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ მაქვს!" - ამის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულმა განაცხადა, სადაც თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული, ზაზა მურჯიკნელის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

მურჯიკნელმა დუმილის უფლება დაარღვია და აღნიშნა რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"გამოძიება არის შეცდომაში შესული და ვიმედოვნებ, რომ ჭეშმარიტ დამნაშავეს დააკავებენ და მე გამიშვებენ", - განაცხადა ბრალდებულმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. მას გამოძიება გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობასა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system