თავში

დროზე მომიყვანეთ ხოლმე, თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ, მაგრამ მე არ მაქვს - სააკაშვილი

დროზე მომიყვანეთ ხოლმე, თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ, მაგრამ მე არ მაქვს - სააკაშვილი
დროზე მომიყვანეთ ხოლმე, თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ, მაგრამ მე არ მაქვს - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პროცესის დაგვიანებით დაწყება გააპროტესტა. მისი თქმით, საქალაქო სასამრთლოში დანიშნულ დრომდე 3 საათით ადრი მიიყვანეს, ხოლო თავად პროცესი, რომელიც 11:00 საათზე იყო ჩანიშნული, 50 წუთის დაგვიანებით დაიწყო. 

მან ყველას მოუწოდა, შემდგომში სასამართლოში დათქმულ დროს გამოცხადდნენ, რომ პროცესი დროულად დაიწყოს.

"ამ სასამართლოს დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე. სასამართლო დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით. თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ და მე არ მაქვს. მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, რეგიონული პოლიტიკური ლიდერი, მაქვს ჩემი საქმიანობის დრო და ნამდვილად არ მაქვს დრო ფუჭად ხარჯვის კომედიებზე, 4 საათით ადრე სადღაც სარდაფში მოფიქრების და კარგად დამწნილების. მომიყვანეთ ხოლმე დროზე, როცა არის დროს და ყველა გამოცხადდეს დროზე. ეს არის პირველ რიგში საზოგადოების პატივისცემა. ამ ხალხს, რომელიც გარეთ არის შეკრებილი, სჭირდება პატივისცემა და არა ასე მოპყრობა", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system