თავში

დღეს შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი გაიმართება

დღეს შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი გაიმართება
დღეს შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი გაიმართება

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. ადვოკატები აცხადებენ, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობა დადასტურდება.

დღევანდელ სხდომაზე წარდგებიან მოწმეებიც. სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში ორ საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 24 აგვისტოს გაიმართა. სასამართლომ დაკავებული ყველა სრულწლოვანი პატიმრობაში დატოვა. 

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system