თავში

“ძალადობა მიუღებელია, "მაგრამ" აღარ უნდა ამას” - მოსამართლე ბრალდებულებს

“ძალადობა მიუღებელია, "მაგრამ" აღარ უნდა ამას” - მოსამართლე ბრალდებულებს
“ძალადობა მიუღებელია, მაგრამ აღარ უნდა ამას” - მოსამართლე ბრალდებულებს

“ძალადობა მიუღებელია, ხომ ყველა ვთანხმდებით, "მაგრამ" აღარ უნდა ამას”, – ასე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომან რომან ხორავამ, 5 ივლისის კონტრაქციაზე "ტვ პირველისა" და "რუსთავი 2-ის" ოპერატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოპერატორებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი წიგნაძესა და უშანგი დათუნაშვილს პატიმრობა შეეფარდათ.

ბრალდებულებს ბრალი ედებათ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებში. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედებათ ბრალი.

რომან ხორავამ პრაიდის კონტრაქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულებს წინა სასამართლო პროცესზეც მიმართა და თქვა, რომ  „ეს ყველაფერი სრული სიბნელე, სიველურე და სირცხვილია" 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system