თავში

ძალადობაში ბრალდებული პედაგოგი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ძალადობაში ბრალდებული პედაგოგი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
ძალადობაში ბრალდებული პედაგოგი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

თელავის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ნანა გარჯიკაული რომელსაც ბავშვზე ფიზიკურ ძალადობას ედავებოდნენ, რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

შემთხვევა გასულ წელს მოხდა. მაშინ პედაგოგს, მე-6 კლასის მოსწავლის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ.

“ეს ყველაფერი რეალობასთან ახლოსაც არ იყო, ამიტომ, გავასაჩივრე სასამართლოში დადგენილი წესით. სამწუხაროდ პანდემიის გამო მოგვიანებით ჩატარდა სასამართლო. თითქმის წელიწადზე მეტი მომიწია ლოდინი და დღეს დამიკმაყოფილდა მოთხოვნა. სასამართლომ დირექტორის ბრძანება სკოლიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნო. ასევე სკოლას დაევალა ჩემი სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ამ ურთულეს პერიოდში მამხნევებდნენ საკუთარი მოსწავლეები და ის ადამიანები ვისაც სჯეროდათ, რომ მე მსგავსი რამის ჩამდენი არ ვიყავი”,- განუცხადა Knews.ge-ს ნანა გარჯიკაულმა.

შემთხვევა გასული წლის 22 იანვარს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა. თელავის #1 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელს ბავშვზე ფიზიკურ ძალადობას ედავებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system