თავში

ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს FBI-სთან - გომელაური

ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს FBI-სთან - გომელაური
ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს FBI-სთან - გომელაური

 აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირია დაკავებული.

მინისტრის თქმით, ზოგადად, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან შინაგან საქმეთა სამინისტროს და კოლეგა უწყებებს ახლო ურთიერთობა აქვთ. 

„ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს აშშ-სთან, ამ შემთხვევაში გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან, როგორც ჩვენ, ასევე უსაფრთხოების სამსახურს, ჩვენს კოლეგა უწყებებს“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system