თავში

"უკმაყოფილო ვიყავი, ნაბახუსევზე შემოვიდა..."-ირაკლი ოქრუაშვილს მოსამართლე გაძევებით დაემუქრა 

"უკმაყოფილო ვიყავი, ნაბახუსევზე შემოვიდა..."-ირაკლი ოქრუაშვილს მოსამართლე გაძევებით დაემუქრა 
უკმაყოფილო ვიყავი, ნაბახუსევზე შემოვიდა...-ირაკლი ოქრუაშვილს მოსამართლე გაძევებით დაემუქრა 

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავდაცვის ყოფილი მინისტრიც ესწრება. დღევანდელს სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე პოლიციელებს უსმენენ.

პროცესის დაწყებისას მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ, ირაკლი ოქრუაშვილს მოუწოდა ცინიზმს თავი დაანებოს და პასუხები კითხვებს სერიოზულად გასცეს. მოსამართლის გაღიზიანება ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებმა გამოიწვია, რომელმაც თქვა,  რომ მისი ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის დაბრუნება სურდა. მოსამართლემ სთხოვა დაესახელებინა მიზეზი, რის გამოც თავის დროზე ადვოკატის აცილება მოითხოვა. ირაკლი ოქრუაშვილმა კი განაცხადა: „უკმაყოფილო ვიყავი, ნაბახუსევზე შემოვიდა, დამპირდა ასე აღარ მოვიქცევიო". ამის შემდეგ, მოსამართლემ მისი ვინაობის დადგენისას კითხვა დაუსვა განათლებასთან დაკავშირებით.

„დღევანდელ გენერალურ პროკურორს თუ გავითვალისწინებთ, საშუალო განათლება მაქვს", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მოსამართლე ირაკლი ოქრუაშვილს გაძევებით დაემუქრა. 

ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მან რამდენჯერმე უარი განაცხადა დასწრებოდა პროცესს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით არის დაკავებული. გამოძიება მას სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system