თავში

ძმაზე სექსუალური ორიენტაციის გამო ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ გაამტყუნა

ძმაზე სექსუალური ორიენტაციის გამო ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ გაამტყუნა
ძმაზე სექსუალური ორიენტაციის გამო ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ გაამტყუნა

სასამართლომ დამნაშავედ ცნო მამაკაცი, რომელიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო, ძმაზე ძალადობდა. ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

ასოციაციის ცნობით, მსხვერპლი მუდმივ დამცირებას, სისტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას განიცდა ძმისგან, რაც მისი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზეზი გახდა.

აღნიშნულ ფაქტზე, 2019 წლის 29 ოქტომბერს, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მოძალადე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system