თავში

"ძველი წყენები დავივიწყეთ" - ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილს ხვდება

"ძველი წყენები დავივიწყეთ" - ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილს ხვდება
ძველი წყენები დავივიწყეთ - ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილს ხვდება

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს დღეს იურისტი ვალერი გელბახიანი შეხვდება.

როგორც გელბახიანმა მედიას განუცხადა, შეხვედრის ინიციატორი თავად მიხეილ სააკაშვილ იყო. გელბახიანი ამბობს, რომ მან და მესამე პრეზიდენტმა ძველი წყენები დაივიწყეს და არ გამორიცხავს, მსჯავრდებულის ადვოკატების გუნდს თავადაც შეუერთდეს.

"შემომეთვალა და მეც თანხმობით შევდივარ, ბუნებრივია. მასთან ვიდრე დააპატიმრებდნენ რამდენიმე შეხვედრა მქონდა. ჩვენ ძველი წყენები დავივიწყეთ, ახლა ძალიან მძიმე დღეები აქვს და ბუნებრივია თანდგომას ითხოვს ყველა ადამიანისგან, მათ შორის მე ვალდებულები ვარ როგორც პიროვნება, მოქალაქე, ამ მძიმე დღეებში დავუდგე გვერდით და თუ რამეში დასჭირდება ჩემი თავი, ჩემი მომსახურება მე მზად ვარ. როგორც იურისტმა, შემიძლია გითხრათ, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები აბსურდულია", - თქვა ვალერი გელბახიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system