თავში

წინამძღვრის ადვოკატი: დაკავებულის პოზიცია ჩემთვის უცნობია

წინამძღვრის ადვოკატი: დაკავებულის პოზიცია ჩემთვის უცნობია
წინამძღვრის ადვოკატი: დაკავებულის პოზიცია ჩემთვის უცნობია

ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებულ წინამძღვარს, მამა დავით აქიაშვილს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე დღეს შეხვდება.

როგორც უფლებადამცველმა Report.ge-ს განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულ სასულიერო პირს ბრალს დღეს ან ხვალ წაუყენებენ.

"პირველ რიგში, მე შევალ და მოვინახულებ დაკავებულს. რის შემდეგაც გავაკეთებ ოფიციალურ განცხადებას. ჯერ მას უნდა ვესაუბრო. დაკავებულის პოზიცია ჩემთვის ცნობილი არ არის," - განაცხადა ადვოკატმა.   

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი მამა დავით აქიაშვილი გუშინ დააკავეს. სასულიერო პირი გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system