თავში

თავდასხმა ,,ორ ნაბიჯში" - ყაჩაღობაში ბრალდებულს 5 წელი მიესაჯა

თავდასხმა ,,ორ ნაბიჯში" - ყაჩაღობაში ბრალდებულს 5 წელი მიესაჯა
თავდასხმა ,,ორ ნაბიჯში - ყაჩაღობაში ბრალდებულს 5 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული ნ.ხ.დამნაშავედ ცნო.

დადასტურდა, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს, თბილისში, ნ.ხ. დიდ დიღომში მდებარე შპს „ორ ნაბიჯში“ დანით ყაჩაღურად თავს დაესხა მაღაზიის თანამშრომლებს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა 565 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნ.ხ.2019 წლის 26 აგვისტოს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ხ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system