თავში

ექიმის ცემისთვის დაკავებული 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ექიმის ცემისთვის დაკავებული 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ექიმის ცემისთვის დაკავებული 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ექიმის ცემის ბრალდებით დაკავებული პირი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - ამის შესახებ დაცვის მხარის ადვოკატმა, ბადრი ბერიძემ განაცხადა.

უფლებადამცველის თქმით, არსებულ საქმეში, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები არ არსებობდეს.

"პროკურატურის შუამდგომლობა იყო გირაო 3 000 ლარის, ხოლო სასამართლომ საკითხის განხილვისას გირაო შეუფარდა 1 000 ლარის ოდენობით. დაპირისპირება იყო იმდენად მცირე მნიშვნელობის გამო, რომ შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც არ არსებობდა და შესაძლოა, სხვა სამართლებრივ შედეგებთან გვქონოდა საქმე. დაიწყო გამოძიება და კვლავ მიმდინარეობს ამ საქმესთან დაკავშირებით მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, ჯუმბერ რეხვიაშვილის ცემის ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დააკავეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დავით გეგიაძეს კოვიდინფიცირებული პაციენტის ნახვა სურდა, თუმცა ექიმმა უფლება არ მისცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system