თავში

ექიმი, რომელიც ამბობდა, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი ,,წამებში" გაუკეთა, დაყოვნების ოთახში არ ყოფილა - VIDEO

ექიმი, რომელიც ამბობდა, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი ,,წამებში" გაუკეთა, დაყოვნების ოთახში არ ყოფილა - VIDEO
ექიმი, რომელიც ამბობდა, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი ,,წამებში გაუკეთა, დაყოვნების ოთახში არ ყოფილა - VIDEO

გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვიოლეტა ინასარიძეს მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მეგი ბაქრაძეს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვიოლეტა ინასარიძე დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა, - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. 

ახალციხის ,,კლინიკა იმედის" ექიმი ვიოლეტა ინასარიძე მედიასთან ამტკიცებდა, რომ მეგი ბაქრაძეს სავარაუდო ანაფილაქსიური შოკის მოსახსნელად, გადაუდებელი დახმარება მაშინვე აღმოუჩინა.

პროკურატურის ცნობით, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე, ვილეტა ინასარიძის გარდა ბრალი კიდევ ერთ ექიმსა და ექთანს წარუდგინა. 

შეგახსენებთ, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,"ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system