თავში

ექსპერტი: იყო მოლოდინი, რომ ეს ექსპერტიზა იქნებოდა გასაღები ამ დანაშაულის გახსნის

ექსპერტი: იყო მოლოდინი, რომ ეს ექსპერტიზა იქნებოდა გასაღები ამ დანაშაულის გახსნის
ექსპერტი: იყო მოლოდინი, რომ ეს ექსპერტიზა იქნებოდა გასაღები ამ დანაშაულის გახსნის

"ამ საქმის გასახსნელად ამ ექსპერტიზას არაფერი მიუცია, რადგან ეს ექსპერტიზა არც იყო იმ დანიშნულების,"- ამის შესახებ კრიმინალისტიკურმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რატომღაც საზოგადოებაში მოლოდინი იყო, რომ თითქოს ეს ექსპერტიზა იქნებოდა გასაღები ამ დანაშაულის გახსნის, რაც არარეალურია.

"სხვადასხვა კვალიფიკაციის ექსპერტები, ერთ კომისიურ, კომპლექსურ ექსპერტიზას ჩაატარებენ, სადაც შესაბამისობაში იქნება, აქ მარტო გამოკვლეული იყო სხეული, ამასთან ერთად არის სხვადასხვა ნივთები, საგნები, იგივე თუნდაც ტანსაცმელი, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ადგილიდან რა ნივთები იყო ამოღებული, რა საგნები იყო ამოღებული და ესენი იყო თუ არა კავშირში კონკრეტულად ამ შემთხვევასთან,"- განაცხადა ალთუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალურიპროკურატურა ავრცელებს.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გაგრძელდება.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system