თავში

ექსპერტიზა რომელმაც შესაძლოა საქმის ვითარება შეცვალოს - რას ამბობს ექსპერტი

ექსპერტიზა რომელმაც საქმის ვითარება შეცვალოს - რას ამბობს ექსპერტი
ექსპერტიზა რომელმაც შესაძლოა საქმის ვითარება შეცვალოს - რას ამბობს ექსპერტი

გიორგი შაქარაშვილის საქმეში სკანდალური ექსპერტიზის ავტორი, გია დეკანოზიშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. 

Report.ge-სთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ "ტოიოტა ქამრის" ორივე კარი ნამდვილად იღება. პროკურატურის ვერსიით კი ავტომობილის მოსატრიალებლად მხოლოდ მძღოლი, ვასილ მახარაძე ბრუნდება. ექსპერტიზის ეს დასკვნა პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის. 

გია დეკანოზიშვილის თქმით, მან შეისწავლა ადგილმდებარეობა, ავტომობილი და ვიდეო კადრები, სადაც აშკარად ჩანს, რომ ორი კარი იღება.

"მონიტორინგის ფარგლებში, აშკარად ჩანს, რომ ორივე კარის გაღების მაჩვენებელი ანათებს. მართალია მოშორებითაა, თუმცა სწორედ მონიტორინგი ითვალისწინებს შორს მყოფი ობიექტის დათვალიერებას, კამერის ხედვის არეალის თუნდაც 10 %-მდე პიქსელების გაშიფრვას. აშკარად ჩანს ორი კარის გაღების ფაქტი, ანუ ის წერტილები, რომლებიც ნათდება, ნათდება ისე როგორც შეესაბამება კარების გაღებას და არა როგორც ანარეკლს", - განუცხადა Report.ge-ს ექსპერტმა გია დეკანოზიშვილმა.

მისივე თქმით, გზის სავალ ნაწილზე, კამერიდან მოშორებით, ფიქსირდება მოძრავი წერტილების გადაადგილებაც.  მიუხედავად ამისა, დაზუსტებით იმის თქმა, რომ ეს წერტილები ადამიანებს წარმოადგენს მას არ შეუძლია.

"კამერა კარგი ხარისხისაა და ფოკუსური მანძილი გათვლილია ისე, რომ ძალიან შორს შეუძლია დააფიქსიროს ობიექტი. იქ არის მომენტი სადაც რამოდენიმე წერტილი ფიქსირდება, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა, რომ ეს წერტილები ადამიანებს წარმოადგენს შეუძლებელია. თუმცა, შესაძლებელია, რომ იყოს ადამიანებიც", - ამბობს ექსპერტი.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რომელიც პროკურატურის ვერსიას ეწინააღმდეგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system