
„ექსპო ჯორჯიასთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციისას დაკავებული სამოქალაქო პირები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
9 პირი დღეს "ქართული ოცნების" ყრილობის მიმდინარეობისას მაშინ დააკავეს, როდესაც დემონსტრანტები "ქართული ოცნების" მიმართ არჩევნების გაყალბების შესახებ სკანდირებდნენ.
პოლიციამ ისინი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის გამო დააკავა.