თავში

ექთნის გარდაცვალების საქმეზე სამედიცინო რეგულირების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ექთნის გარდაცვალების საქმეზე სამედიცინო რეგულირების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
ექთნის გარდაცვალების საქმეზე სამედიცინო რეგულირების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მეგი ბაქრაძის საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით,ინტენსიურად განაგრძობს მედპერსონალის გამოკითხვასა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას - ამის შესახებ report.ge-ს რეგულირების სააგენტოდან აცნობეს. 

"საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მეგი ბაქრაძის საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ინტენსიურად განაგრძობს მედპერსონალის გამოკითხვასა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას. შესწავლის დასრულების შემდეგ,აღნიშნული მასალები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პათანატომიური კვეთის შედეგად მიღებული ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად გაიგზავნება შესაბამისი დარგის კლინიცისტებთან სარეცენზიოდ. მათი ანგარიშები მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით განსახილველად წარედგინება პროფესიული განვითარების საბჭოს, პაციენტის მიმართ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

დღეს მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის ექსპერტიზასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. უწყებაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა სახის კვლევები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა ორშაბათს, 29 მარტს გამოქვეყნდებოდა.

18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,"ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system