თავში

"ელგუჯა ცომაიამ თქვა, ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც სააკაშვილს სახლში არ შეუშვებდაო"- კორძაია

"ელგუჯა ცომაიამ თქვა, ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც სააკაშვილს სახლში არ შეუშვებდაო"- კორძაია
ელგუჯა ცომაიამ თქვა, ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც სააკაშვილს სახლში არ შეუშვებდაო- კორძაია

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეპუტატმა თამარ კორძაიამ მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები და ელგუჯა ცომაია მოინახულა.

"ჯანმრთელობას არც ერთი არ უჩივის. უბრალოდ, ბატონმა ელგუჯამ თქვა, რომ მას არ წარმოუდგენია საქართველოში არც ერთი ადამიანი, ვისაც სახლში მიხეილ სააკაშვილი დაუკაკუნებდა და არ შეუშვებდაო. თუ მე ამაში დამნაშავე ვარ, მზად პასუხი ვაგოო.

მან ასევე თქვა, რომ მამა-შვილი წოწორიები აბსოლუტურად უდანაშაულები არიან,"- განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრმა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანის საქმეზე ფოთის პორტის ორი თანამშრომელი, მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები დააკავეს.

ასევე დაკავებულია იმ ბინის მეპატრონე, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აიყვანეს.

სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყება მუშაობს საკუთარი მოქალაქის უკან დასაბრუნებლად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ყოველთვის ცდილობს უკრაინის მოქალაქეების უკან დაბრუნებას და ეს ეხება მიხეილ სააკაშვილსაც. მისი ინფორმაციით, უკრაინის საელჩო, ისე როგორც მთელი მინისტრთა კაბინეტი, მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ოქტომბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ ბათუმში იყო.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმყოფებოდა.

მმართველ პარტიაში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, ხოლო ბათუმში გადაღებული ვიდეოები ყალბია.

"ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

ნახეთ, სად და რა ვითარებაში დააკავეს მესამე პრეზიდენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system