თავში

ელისო კილაძე: გამომძიებლები ამ წუთებში მიდიან ფარცხისში

ელისო კილაძე: გამომძიებლები ამ წუთებში მიდიან ფარცხისში
ელისო კილაძე: გამომძიებლები ამ წუთებში მიდიან ფარცხისში

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდება. "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორის, ელისო კილაძის მტკიცებით, მას შეერთებულ შტატებში მყოფმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ადგილი, სადაც 23 წლის პროგრამისტი თავდაპირველად დაიბარეს, "ვილა ალგეთის" ტერიტორიაა.

საქმის ადვოკატები "ვილა ალგეთის" ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას საკუთარი ინიციატივით გეგმავენ. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ელისო კილაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი ინფორმაციით, ფარცხისში გამომძიებლები ახლა მიდიან. 

"4 სექტემბერს გამოვიკითხე დისტანციურად !

გამოძიებას მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია, რაც იმ დროისთვის მქონდა, მათ შორის ვილა ალგეთზე.
პარასკევს ვიმყოფებოდი ადგილზე,ადვოკატებთან ერთად !
შაბათს გავიდა სიუჟეტი"ფორმულაზე"
წუხელ მთავარი აქცენტები !
და გამომძიებლები ათი დღის მერე ამ წუთებში მიდიან ფარცხისში !
შესაშური ოპერატიულობაა !"
- წერს კილაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system