თავში

ავტოხელოსანს, რომელმაც კლიენტი დაჭრა, 7 წელი მიესაჯა

ავტოხელოსანს, რომელმაც კლიენტი დაჭრა, 7 წელი მიესაჯა
ავტოხელოსანს, რომელმაც კლიენტი დაჭრა, 7 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული თ.ფ. დამნაშავედ ცნო.

დადასტურდა, რომ 2019 წლის 13 აპრილს დაახლოებით 12:00 საათზე, თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოში, ხელოსანმა თ.ფ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ვ.კ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა.

დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად ვ.კ.-ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა თ.ფ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system