თავში

ემიგრანტების გზავნილების თაღლითურად დაუფლებისთვის 6 პირს ბრალი წარუდგინეს

ემიგრანტების გზავნილების თაღლითურად დაუფლებისთვი
ემიგრანტების გზავნილების თაღლითურად დაუფლებისთვის 6 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ემიგრანტების გზავნილების თაღლითურად დაუფლების სქემა გაშიფრა. 6 ბრალდებულს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ თაღლითებმა შექმნეს ონლაინ კაზინოების ფიქციური ანგარიშები, რომელზეც ამერიკასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ემიგრანტებს თანხები უნდა ჩაერიცხათ, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში მცხოვრებ მათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უნდა აეღოთ. 

გზავნილების დასაუფლებლად თაღლითებმა რამდენიმე ემიგრანტის Facebook გვერდი ჰაკერულად გატეხეს და რამდენიმე 14 დაზარალებულს თანხა თაღლითური სქემის მიხედვით შექმნილ ანგარიშებზე ჩაარიცხვინეს. ბრალდებულებმა 10 500 ლარი დაისაკუთრეს.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) წარედგინათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system