თავში

მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. ამის შესახებ მოსამართლემ 21 თებერვალს გამართულ პროცესზე განაცხადა.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

მიხეილ კალანდიას ადვოკატს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. 

შეგახსენებთ, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system