თავში

ენმ-ის ოფისის დარბევაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ენმ-ის ოფისის დარბევაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ენმ-ის ოფისის დარბევაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონულ ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გორის რაიონულ სასამართლოში დღევანდელ პროცესზე 4-ვე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ ზარალის ანაზღაურებისთვის მზად იყვნენ, თუმცა, აღნიშნეს, რომ დანაშაული პოლიტიკური მოტივით არ ჩაუდენიათ.

შეგახსენებთ, გორში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი 2 მარტს დაარბიეს.  საქართველოს პროკურატურამ ქონების დაზიანების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system