თავში

ერთ-ერთმა დაკავებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა 

ერთ-ერთმა დაკავებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა 
ერთ-ერთმა დაკავებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა დაკავებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. ირაკლი წაქაძეს გამოძიება ძალადობას ედავება.

ბრალდებული საბურთალოელია და ის აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდა, ხოლო ავტობანის დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია.

,,ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს, თუმცა, რაში გამოიხატებოდა ეს ნაწილობრივ აღიარება, არ ვიცი. დამატებითი კითხვები დაისმება გამოძიების პროცესში. სასამართლო არ არის ის ადგილი, სადაც მოწმის გამოკითხვა გამოძიების ეტაპზე ხდება“, - განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, 11 პირის სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.

გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system