თავში

როდის ნახა ბოლოს გიორგი შაქარაშვილი - შსს-ში კიდევ ერთი მოწმე გამოკითხეს

როდის ნახა ბოლოს გიორგი შაქარაშვილი - შსს-ში კიდევ ერთი მოწმე გამოკითხეს
როდის ნახა ბოლოს გიორგი შაქარაშვილი - შსს-ში კიდევ ერთი მოწმე გამოკითხეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ რამდენიმე მოწმე გამოკითხეს, მათ შორის იყო ბარბარე ურიდია, რომელიც ნარეკვავის დასახლებაში იმ დროს იმყოფებოდა, როცა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო.

როგორც უწყებიდან გამოსულმა ურიდიამ განაცხადა, გიორგი შაქარაშვილი აგარაკის შემდეგ აღარ უნახავს.

,,გადაადგილების დეტალები იყო დასაზუსტებელი, რა დროს სად ვიყავით და ა.შ. ყველაფერი გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი. მე გიორგი შაქარაშვილი, აგარაკის შემდეგ აღარ მინახავს", - განაცხადა ურიდიამ.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს კიდევ 5 ტომი და ელექტრონული მასალები დაემატა. 

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 31 ივლისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system