თავში

ერთი პირის მკვლელობისა და ერთის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ერთი პირის მკვლელობისა და ერთის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ერთი პირის მკვლელობისა და ერთის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ერთი პირის მკვლელობისა და ერთის მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებული მამაკაცი, პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

მიზეზი გამოძიებისათვის გათვალისწინებული ცხრათვიანი ვადის ამოწურვაა, რომელიც 2021 წლის თებერვლის ბოლოს გავიდა.

მოკლულის ოჯახის წევრები ბრალდებულის გათავისუფლებას აპროტესტებენ.

ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენება მოითხოვა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კანონით განსაზღვრულ ვადაში დასრულდა.

"აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კანონით განსაზღვრულ ვადაში დასრულდა. ვინაიდან სისხლის სამართლის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უნდა განიხილოს, ამ ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც სამწუხაროდ, პანდემიის გამო, თვეების განმავლობაში გაგრძელდა, ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატები ვერ ახერხებდნენ სასამართლოში დროულად გამოცხადებას. თავის მხრივ დაცვის მხარემაც გააჭიანურა მსაჯულების შერჩევის პროცესი.

ამ დროისთვის, შერჩეულია მხოლოდ 11 ნაფიცი მსაჯული, სულ კი 14 ნაფიცი მსაჯული უნდა შეირჩეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესის გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებას ამზადებს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესები გაგრძელდება და ბრალდებული კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

ბრალდებული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას სახლში დაელოდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, მკვლელობა 2020 წლის 28 ივნისს მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system