თავში

ერთი წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო - გახარია

ერთი წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო - გახარია
ერთი წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო - გახარია

შსს-ს ჰქონდა კონკრეტული დავალება, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო და მან ეს დავალება პირნათლად შეასრულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

"ჩვენი ჯარისკაცები და პოლიციელები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში, თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას. როდესაც საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე ზოგიერთი ტელევიზია, პოლიტიკოსი ცდილობს, დააკონვერტიროს პოლიტიკურ შედეგებში ის პრობლემები, რომელიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, არის ამორალური. საქართველოში დღეის მდგომარეობით, როდესაც ამბობთ, რომ ყოველდღეა ყაჩაღობები, ეს არის ტყუილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პოლიციამ მიიღეს კონკრეტული დავალება, რომ ზუგდიდში სპეცოპერაციის დროს წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო, ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და ეს შეასრულეს. ახლა რაც შეეხება მეორე ნაწილს. ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, ,,საქართველოს ბანკზე", შეიარაღებული თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმე ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system