თავში

"ეს არის არარსებულ დანაშაულზე ადამიანის დასჯა" - ადვოკატი ელგუჯა ცომაიაზე

"ეს არის არარსებულ დანაშაულზე ადამიანის დასჯა" - ადვოკატი ელგუჯა ცომაიაზე
ეს არის არარსებულ დანაშაულზე ადამიანის დასჯა - ადვოკატი ელგუჯა ცომაიაზე

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, ელგუჯა ცომაიას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს სანზონაში ბინა დაუთმო, დანაშაული არ ჩაუდენია. 

"ეს არის არარსებულ დანაშაულზე ადამიანის დასჯა. 63 წლის კაცი, რომელმაც მეუღლე სულ ცოტა ხნის დაკრძალა, მოსამართლე კოპალიანმა გაამწესა ახლა გლდანში მხოლო და მხოლოდ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლა ელგუჯა ცომაიამ. დამნაშავის დაფარვა დასჯადი არ არის, არსად არ წერია. ელგუჯა ცომაია ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლა, იმის იქით ვინც იმ საქმეში ვინმე დაკითხულია, ყველა არის პოლიციის თანამშრომელი,"- აცხადებს ბექა ბასილაია.

პროკურატურის მტკიცებით კი, ბრალდების მხარემ დასაბუთებულად მოითხოვა ელგუჯა ცომაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება.

"ჩვენი საფუძვლები ემყარება კონკრეტულ არგუმენტებს, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზეწოლის და ბრალდებულის შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიმალვის საფრთხე. სასამართლომ სავსებით დასაბუთებულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და შეუფარდა პატიმრობა. მხოლოდ პოლიციელები არ არიან გამოკითხული, თავად ელგუჯა ცომაიას აღიარებითი ჩვენებაც დევს საქმეში,"- აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system