თავში

ეს არის ტყვეობა - ნიკა მელიას ადვოკატი

ეს არის ტყვეობა - ნიკა მელიას ადვოკატი
ეს არის ტყვეობა - ნიკა მელიას ადვოკატი

,,ამის შემდეგ ნებისმიერ საქმეზე, სადაც იქნება პოლიტიკური ინტერესი, იქნება ტყვეობა, ეს არ არის პატიმრობა, ეს არის ტყვეობა", - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე შეფასებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ავტოკრატია დამყარდა

,,ჩვენ შევედით ავტოკრატიაში, მოსამართლე ჩახნაშვილი არის ოცნების პროპაგანდის რუპორი, ის არის აღმასრულებელი იმისა, რაც იგეგმება ქართულ ოცნებაში. ქართული ოცნება, ერთპარტიული პარლამენტიდან გადადის ავტორიტარიზმში, ამის შემდეგ სამართლებრივი მსჯელობა, რაღაც ინსტიტუციებზე საუბარი და ასე შემდეგ, ეს არის ეფემერა, დამთავრდა ხალხო", - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system