თავში

განაჩენის მოლოდინში - ბარბაქაძისა და ჯანაშიას საქმეზე, შესაძლოა, გადაწყვეტილება გამოცხადდეს

განაჩენის მოლოდინში - ბარბაქაძისა და ჯანაშიას საქმეზე, შესაძლოა, გადაწყვეტილება გამოცხადდეს
განაჩენის მოლოდინში - ბარბაქაძისა და ჯანაშიას საქმეზე, შესაძლოა, გადაწყვეტილება გამოცხადდეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროცესები უზენაეს სასამართლოში გრძელდება. შესაძლოა, მსჯავრდებულების, გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდეს.

ცნობისთვის, წინა სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება 22 იანვარს გაფორმდა.

პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობით მიმართა ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის ადვოკატმაც. 

შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მოხდა. ახალგაზრდებს შორის მოხდარი დაპირისპირების შედეგად ორი არასრწულოვანი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას ედავებიან.

საქმეზე მსჯავრდებულია ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system