თავში

ესებუას სახლის ჩხრეკა დასრულდა - ოჯახის წევრები გამოკითხვაზე გადაიყვანეს

ესებუას სახლის ჩხრეკა დასრულდა - ოჯახის წევრები გამოკითხვაზე გადაიყვანეს
ესებუას სახლის ჩხრეკა დასრულდა - ოჯახის წევრები გამოკითხვაზე გადაიყვანეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში, სამართალდამცველებმა ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას სახლში საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს. 

დაკითხვაზე გადაიყვანეს ბადრი ესებუას ოჯახის ყველა წევრი და რამდენიმე ნათესავი. ჩხრეკა დასრულებულია ბადრი ესებუას ძმების საცხოვრებელ სახლებშიც.

ამ ეტაპზე უცნობია, რა მტკიცებულებები ამოიღეს სამართალდამცველებმა ესებუას სახლიდან.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, ,,საქართველოს ბანკზე", შეიარაღებული თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმე ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system