თავში

ეუთო/ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიას ზღუდავს

ეუთო/ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიას ზღუდავს

COVID-19-ის პანდემიისა და მასთან დაკავშირებული მოგზაურობის, ასევე სხვა შეზღუდვებისა და წევრი ქვეყნების მიერ მიწოდებული მოკლევადიანი დამკვირვებლების რაოდენობის დეფიციტის გამო, ეუთო/ოდირ-მა გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში საარჩევნო სადამკვირვებლო მისია შეზღუდოს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამ ქვეყანებში მხოლოდ გრძელვადიანი დამკვირვებლები დარჩებიან.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ COVID-19-ით გამოწვეული უჩვეულო მდგომარეობის გამო, ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს მოკლევადიანი დამკვირვებლის გაგზავნასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. შესაბამისად, ოდირ-მა სამი სადამკვირვებლო აქტივობის ფორმატის შეცვლა გადაწყვიტა. აქამდე არსებული საარჩევნო სადამკვირვებლო მისია (EOM) შეზღუდულ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიად შეიცვლება (LEOMs), რომელიც ექსპერტთა ჯგუფს და გრძელვადიან დამკვირვებლებს მოიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system