თავში

"ევროპულმა საქართველომ" ხმების გადათვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

"ევროპულმა საქართველომ" ხმების გადათვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
ევროპულმა საქართველომ ხმების გადათვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

"ევროპულმა საქართველომ" საბურთალოს 33-ე უბნის გადათვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

როგორც პარტიის წევრმა ბესიკ დონაძემ აღნიშნა, სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც გადათვლაზე საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი განაცხადა.

"ეს არის უბანი, სადაც "ევროპულ საქართველოს" საერთოდ არ უწერია ხმები, გამოდის, რომ საერთოდ არ მიგვიღია არჩევნებში მონაწილეობა. სინამდვილეში ამ უბანზე ხმები აღებული გვაქვს, ვითხოვთ ამ უბნის გადათვლას, რაზეც საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი გვითხრა, ახლა მოვდივართ სასამართლოში, რადგან სასამართლოს ძალით გავახსნევინოთ საარჩევნო უბანი.

პრაქტიკა ცუდია, გამომდინარე იქედან, რომ წინა სასამართლო პროცესებზე უარი გვითხრეს, არ დაგვიკმაყოფილეს უბნების გახსნის მოთხოვნა, რაც გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში.

რაც შეეხება გადათვლილ უბნებს, მათ გადაითვალეს ის უბნები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან მოთხოვნილი არ იყო, რჩება სიტუაცია ისევ ისე, როგორც იყო. არ ხსნიან უბნებს რადგან, საოლქო საარჩევნო კომისიის უმრავლესობაში არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები", - აღნიშნა ბესიკ დონაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system