თავში

ფონიჭალაში დაკავებულ პირს დიდი ოდენობით "ჰეროინის" შეძენა-შენახვისთვის 11 წელი მიესაჯა  

ფონიჭალაში დაკავებულ პირს დიდი ოდენობით "ჰეროინის" შეძენა-შენახვისთვის 11 წელი მიესაჯა  
ფონიჭალაში დაკავებულ პირს დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის 11 წელი მიესაჯა  

თბილისის საქალაქო სასამართლომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ სრულად  სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

საქმის მასალების მიხედვით,  ა.ს-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 20,927054 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. სამართალდამცველებმა ა.ს. 2019 წლის 28 თებერვალს სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება.

ა.ს-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system