თავში

"ფორმულას" ფოტოგრაფზე ძალადობისთვის კიდევ 2 პირს პატიმრობა შეეფარდა

"ფორმულას" ფოტოგრაფზე ძალადობისთვის კიდევ 2 პირს პატიმრობა შეეფარდა
ფორმულას ფოტოგრაფზე ძალადობისთვის კიდევ 2 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას ფოტოგრაფ ვახო ქარელის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ ორ პირს - გენო მეგრელიშვილის და გიორგი ხეჩუაშვილს, პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შემდეგი სასამართლო პროცესი 2 სეექტემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

შსს-ს ცნობით, 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებულები მათთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნითა და შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ ტელეკომპანია ფორმულას ფოტოგრაფს.

ვახო ქარელმა რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა. ჩატარებული კვლევებით მას ქალა ტვინის დახურული ტრავმა და თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system