თავში

ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე პროკურატურაში იმყოფებოდა

ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე პროკურატურაში იმყოფებოდა
ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე პროკურატურაში იმყოფებოდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა.

როგორც ე.წ. ოქროს მოწმემ ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო უწყებაში იმის გასარკვევად მივიდა, თუ როდის დაუბრუნებენ ნივთებს, რომელიც ჩამოართვეს.

,,ჩამომართვეს კამერა და ტელეფონი და მაგის გასარკვევად ვიყავი, როდის დამიბრუნებენ. არ ვიცი, როდის დამიბრუნებენ, არ უთქვამთ, ალბათ პროცესი, როცა დასრულდება", - განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system