თავში

ფოთის ყოფილ მერს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

ფოთის ყოფილ მერს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა
ფოთის ყოფილ მერს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

ფოთის ყოფილ მერს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.  

ირაკლი კაკულიას 50 000 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ზურაბ ყურუა, ნიკოლოზ გრიგოლია და ლევან ჩოჩია კი, 30-30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 8 ნოემბერს სამი მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელე დააკავა. მათ შორის ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია იყო.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება. გამოძიების ინფორმაციით, მოხელეებმა 528 821 ლარი მიიტაცეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system